უკრაინის მოთხოვნით, ქერჩის სრუტის მოვლენების გამო, დღეს ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭო შეიკრიბება
უკრაინის მოთხოვნით, ქერჩის სრუტის მოვლენების გამო, დღეს ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭო შეიკრიბება

ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შესახებ დღეს ეუთო-შიც იმსჯელებენ. როგორც ეუთო-სა და გაერო-ს უკრაინის მისიის Twitter-ის გვერდზეა აღნიშნული, უკრაინის მოთხოვნით, დღეს ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭო შეიკრიბება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხდომის მოწვევა პირადად უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა და მასზე „რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგი სამხედრო აგრესიის პოლიტიკური და დიპლომატიური რეაგირების საკითხს განიხილავენ.

სხდომა დღეს კიევის დროით 17:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, დღესვე ქერჩის სრუტეში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოც შეიკრიბება, ხოლო ბრიუსელში დაგეგმილია ნატო-უკრაინის კომისიის სხდომაც