უკრაინის ელჩი სომხეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
უკრაინის ელჩი სომხეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი ივან კულება დაიბარეს, სადაც ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შავარშ ქოჩარიანმა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგარეო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ უკრაინის ელჩს წარუდგინა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავების გამო შეშფოთება გამოთქვა.

როგორც უწყების მიერ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა „მხარს უჭერს სიტუაციის პოლიტიკურ დარეგულირებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საფუძველზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

დატოვე კომენტარი