უკრაინაში, საბრძოლო მასალების საწყობში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად დივერსიას განიხილავენ
უკრაინაში, საბრძოლო მასალების საწყობში ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ ვერსიად დივერსიას განიხილავენ

უკრაინის ხელისუფლება ჩერნიგოვის ოლქში, საბრძოლო მასალების საწყობში ხანძრის მიზეზის რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის დივერსიას.

„სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიას ამოწმებენ, კერძოდ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლო დივერსიის ვერსიას განიხილავს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში 88 ათასი ტონა საბრძოლო მასალები ინახებოდა. სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიიდან 12 ათასი ადამიანია ევაკუირებული. 30 კილომეტრის რადიუსში დახურულია საჰაერო სივრცე, ასევე შეჩერებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა. ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებში შეწყვეტილია ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ გროისმანის ხელმძღვანელობით, ხანძრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. საგანგებო შტაბის სხდომა იმართება.