ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინაში მოსახლეობისთვის გაზზე ფასი ნოემბრიდან 35 პროცენტით გაიზრდება

15:56, 02.11.2020

უკრაინაში მოსახლეობისთვის გაზზე ფასი ნოემბრის თვიდან 35 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის გაზმომარაგების კომპანია გაზზე ფასის მატებას სეზონური ფაქტორითა და ბუნებრივ აირზე საბითუმო ფასის ზრდით ხსნის. ექსპერტების განცხადებით, ახალი წლისთვის უკრაინაში ცხელი წყლისა და გათბობისთვის გადასახადი დაახლოებით 20-30 პროცენტით მოიმატებს.

პირველი ნოემბრიდან ერთი კუბური მეტრი გაზის ფასი 6,33 გრივნა იქნება. ოქტომბერში უკრაინელები კუბურ მეტრ გაზში 4,7 გრივნას იხდიდნენ.

ნოემბრიდან გაზზე წლიური ტარიფიც გაიზრდება. კუბური მეტრისთვის გაზის ღირებულება 6.45 გრივნა იქნება. ფასის ზრდა 23 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი