უკრაინაში კორონავირუსის 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი
უკრაინაში კორონავირუსის 564 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 პაციენტი

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 564 ახალი შემთხვევა. აღნიშნულ მონაცემებს უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 49 607 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 283-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 490-მდე გაიზარდა და ჯამში 22 193 შეადგინა.