უკრაინაში კორონავირუსის 1 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი
უკრაინაში კორონავირუსის 1 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

უკრაინაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 1 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 63 929 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 35 497 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 19 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების საერთო მაჩვენებელი უკრაინაში 1 590-ს აღწევს.