უხანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს სამ მოქალაქეს დღეს სამშობლოში ჩამოიყვანენ
უხანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს სამ მოქალაქეს დღეს სამშობლოში ჩამოიყვანენ

უხანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს სამ მოქალაქეს დღეს საქართველოში ჩამოიყვანენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

უხანიდან გადმოყვანის შემდეგ მათ გაიარეს თურქეთში ორკვირიანი კარანტინი. იქ რამდენჯერმე გადამოწმდა მათი ჯანმრთელობა და შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ. მათი ჩამოსვლის შემდეგ არაფერი პროცედურა არ იგეგმება, წავლენ სახლებში. რაც შეეხება ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების შემოწმებას, გრძელდება იმ ალგორითმით, რაც დადგენილია. ვინც ჩინეთიდან შემოდის, ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისტორია აქვს ჩინეთში მოგზაურობის, ყველა ამ ადამიანს თერმოსკრინინგი უტარდება საქართველოს საზღვარზე, იქნება აეროპორტებში თუ სახმელეთო საზღვრებზე. რაიმე თუ იქნება საეჭვო სიმპტომები, რაც დამახასიათებელია რესპირატორული ინფექციებისთვის, მაშინ ხდება მათი გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში და უტარდებათ ლაბორატორიული კვლევები. დღეს საქართველოს კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თურქეთში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ევაკუირებულ საქართველოს სამ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, , რამდენიმე შემოწმება ჩატარდა იმაში დასარწმუნებლად, რომ არც ერთი მათგანი ვირუსის გადამტანი არ იყო. ქალაქ უხანიდან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა 42 ადამიანი პირველ თებერვალს წაიყვანა. ჩინეთიდან ევაკუირებულებს შორის საქართველოს სამი მოქალაქე იყო.