თურქული მედიის ცნობით, უხანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
თურქული მედიის ცნობით, უხანიდან თურქეთში გადაყვანილ საქართველოს სამ მოქალაქეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

თურქეთში ჩინეთის ქალაქ უხანიდან ევაკუირებულ საქართველოს სამ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, კარანტინიდან სულ 42 ადამიანი, მათ შორის – თურქეთის 32, აზერბაიჯანის ექვსი, საქართველოს სამი და ალბანეთის ერთი მოქალაქე გათავისუფლდა.

ის ადამიანები, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არ არიან, თავიანთ ქვეყნებში 15 თებერვალს გაემგზავრებიან.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, თურქეთის სამეცნიერო კომიტეტის რეკომენდაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩამოყვანილი 42 ადამიანი კარანტინში 14 დღის განმავლობაში განთავსდა და ახლა საავადმყოფოდან ყველა მათგანი გაწერილია.

ფარჰეთინ კოჩას თქმით, რამდენიმე შემოწმება ჩატარდა იმაში დასარწმუნებლად, რომ არც ერთი მათგანი ვირუსის გადამტანი არ იყო. ქალაქ უხანიდან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა 42 ადამიანი პირველ თებერვალს წაიყვანა. ჩინეთიდან ევაკუირებულებს შორის საქართველოს სამი მოქალაქე იყო.