„უკანასკნელი ცეკვის“ ბოლო ორი სერია ჯერ მზად არ იყო, როდესაც დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა
მაიკლ ჯორდანსა და „ჩიკაგო ბულსზე“ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა ყველა რეკორდი მოხსნა. „ბოლო ცეკვა“ გულშემატკივარს გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის ივნისში, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფების დროს უნდა ეხილა, თუმცა „იესპიენმა“ (ESPN) გადაწყვიტა, პრემიერა კორონავირუსის პანდემიის გამო ცოტა ადრე გაეკეთებინა. ცნობილი ხდება საკმაოდ საინტერესო დეტალები.
დოკუმენტური ფილმის რეჟისორმა ჯეისონ ჰეჰირმა განაცხადა, რომ სერია სულ 8 ეპიზოდისგან შედგება. ასევე ჰეჰირმა ერთი უცნობი ფაქტიც გაახმაურა. როგორც ცნობილი ხდება, ფილმი ჯერ დასრულებული არ იყო, როდესაც 1 და 2 ეპიზოდების პრემიერა შედგა. დასკვნით ორ სერიას გულშემატკივრები 10 მაისს იხილავენ.