მაიკლ ჯორდანი პირველი სპორტსმენია 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის სიაში #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანი პირველი სპორტსმენია 400 ყველაზე მდიდარი ამერიკელის სიაში #1TVSPORT

ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი პირველი სპორტსმენი გახდა, რომელიც, ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ამერიკის შეერთებული შტატების 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაში შევიდა.

2022 წელს ჯორდანმა 1.7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. მან გაყიდა NBA-ის კლუბ „შარლოტ ჰორნეტში“ თავისი წილის დიდი ნაწილი და ახლა მისი ქონება 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

საკალათბურთო კარიერისას, რომელიც 15 სეზონი გრძელდებოდა, ჯორდანმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მიიღო.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ჭორი იმის შესახებ, რომ ჯორდანი აპირებს ინვესტიციას ავტოსერია NASCAR-ის ერთ-ერთ გუნდში.