უფლებადამცველთა ​ინფორმაციით, ბელარუსში სამართალდამცველებმა აქციების 700-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

00:42, 16.11.2020

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების 700-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველთა ცენტრი „ვესნა“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, აქციების დროს ყველაზე მეტი ადამიანი ქვეყნის დედაქალაქ მინსკში, ასევე ქალაქ ბრესტში, ბობრუისკში, ვიტებსკსა და გროდნოში დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის ბელარუსში ცნობილი რამდენიმე ექიმია.

15 ნოემბრის აქციების დროს ასევე დააკავეს 18 ჟურნალისტი, მათ შორის, რუსული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმართება, როდესაც არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა. ბელარუსის ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

მსგავსი