უფლებადამცველების ცნობით, მინსკში კვირას გამართულ აქციებზე 194 ადამიანი დააკავეს
მინსკში კვირას გამართულ საპროტესტო აქციებზე 194 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ ავრცელებს.
„ვესნას“ ცნობით, დაკავებულებს შორის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი ანდრე ეგოროვი და საზოგადოებრივი ეკოლოგიური გაერთიანების ხემძღვანელი ირინა სუხი არიან.
ბელარუსის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები დააკავეს გროდნოში, მოგილევში, ვიტებსკსა და ბარანოვიჩში.