ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ „უემბლის“ სტადიონზე ნებისმიერი სახის ჩანთის შეტანა აკრძალა, ამის მიზეზად კი უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები დაასახელა. ახალი წესი 15 ნოემბერს ამოქმედდება, როცა აღნიშნული არენა ინგლისისა და აშშ-ს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგურ მატჩს უმასპინძლებს.
„უშიშროების სამსახურმა გაგვაფრთხილა, რომ „უემბლი“ შესაძლოა ტერორისტთა ერთ-ერთი სამიზნე გახდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, უსაფრთხოების ზომები გავამკაცროთ. გამოვიყენებთ იმ მეთოდებს, რომლებსაც აეროპორტებში მიმართავენ. გულშემატკივარს ვთხოვთ, დაემორჩილონ ახალ წესებს, რადგან ეს მათი უსაფრთხოებისთვის კეთდება.“ – განაცხადა „ტელეგრაფთან“ საუბრისას ინფლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გლენმა.