სნუკერში პროფესიული ტურის მორიგი სარეიტინგო ტურნირი უელსში გაიმართა. ამ ქვეყნის ღია პირველობა 37 წლის ავსტრალიელმა ნილ რობერტსონმა მოიგო, რომელმაც ფინალში ბრიტანელი სტიუარტ ბინემი დაამარცხა – 9:7.
რობერტსონისთვის ეს იყო კარიერაში მე-15 სარეიტინგო გამარჯვება. ამ მაჩვენებლით ის დაეწია მარკ სელბის და მასთან მეექვსე ადგილს იყოფს.
ავსტრალიელს ფინალში უფრო დამაჯერებელი ანგარიშით მოგება შეეძლო, მაგრამ მე-12 ფრეიმში დაშვებული შეცდომების გამო, მეტოქეს დროებით ინიციატივის მოპოვების შანსი მისცა.
სულ რობერტსონს 24 ტიტული აქვს მოგებული და რეიტინგში მეათე ადგილზე იმყოფება. მისთვის ეს იყო მეორე გამარჯვება უელსის ღია პირველობაზე.