ინგლისის ნაკრებმა თავის „ტვიტერზე“ ეროვნულ გუნდში „დი სი იუნაიტედის“ ფორვარდის, უეინ რუნის გამოძახების შესახებ გამოაცხადა. ცნობილი თავდამსხმელი მხოლოდ ერთი მატჩისთვის ბრუნდება – ეს არის ამხანაგური შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
ინგლისსა და აშშ-ის შორის მატჩი რუნის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერის რანგში გაიმართება.
უეინ რუნიმ 2017 წლის აგვისტოში გამოაცხადა ინგლისის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ. სულ მან ეროვნულ გუნდში 119 მატჩი ჩაატარა, 53 გოლი გაიტანა და არის გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი.