უეინ რუნიმ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და მისი გუნდი პლეიოფს გამოეთიშა (ვიდეო)
უეინ რუნიმ, მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში, თავისი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და მისი გუნდი, დი სი იუნაიტედი (DC United), პლეიოფის პირველ წრეში კოლუმბუსთან დამარცხდა. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, რომელიც ამჟამად 33 წლისაა და ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშობს, კარში ზუსტად დაარტყა, მაგრამ ბურთი მეკარემ მოიგერია.
მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა, ოვერტაიმში კი გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს.
საბოლოოდ, პენალტების სერიაში, ანგარიში 3-2 დაფიქსირდა კოლუმბუსის სასარგებლოდ.
აღსანიშნავია, რომ კოლუმბუსში თამაშობს გონსალო იგუაინის ძმა, ფედერიკო იგუაინი, რომელმაც ამ მატჩში ორი გოლი გაიტანა.