ინგლისური „დერბი ქაუნთის“ ფორვარდმა უეინ რუნიმ 23.5 მილიონ ევროდ გრანდიოზული სახლი შეიძინა. ამის შესახებ გაზეთმა „სანმა“დაწერა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის ახალი სახლი ჩეშირის საგრაფოშია. ასევე სახლს აქვს ბუნკერი, რომლის მეშვეობით განსაკუთრებული შემთხვევებისას ფეხბურთელის ოჯახს ტერიტორიის დატოვება შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, უეინ რუნიმ დატოვა „დი სი იუნაიტედი“ და შეუერთდა „დერბის“, რომელიც ჩემპიონშიფში თამაშობს.