ინგლისის ნაკრების ექს-მოთამაშე უეინ რუნი გამოეხმაურა გაზეთ „სან“-ის (The Sun) სტატიას ფეხბურთელის ღამის ცხოვრების შესახებ.
შეგახსნებთ, რომ გაზეთის ერთ-ერთ ბოლო ნომერში გაჩნდა ფოტო, რომელშიც ფორვარდი უცნობ გოგონასთან ერთად არის აღბეჭდილი.
„გასულ კვირას, „სან“-მა გამოაქვეყნა სტატია იმაზე მინიშნებით, თითქოს ვიღაც გოგონა სასტუმროში მიმყავს. ეს არ არის მართალი და მათ ამის შესახებ იციან. გამოცემა იყენებს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სახელსა და გვარს გაზეთის უკეთ რეალიზაციისთვის.
იმ ღამით ჩემსა და ვინმე გოგონასთან არაფერი ყოფილა. არავისთან ერთად არ შევსულვარ ლიფტში. ის გოგონა იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ავტოგრაფი მთხოვა.
ფოტოები შორი მანძილიდან გადაიღო ფოტოგრაფმა, რომელსაც ამაზე ნებართვა არ ჰქონია. კადრები სპეციალურად იყო რედაქტირებული და ისე შემოთავაზებული, რომ მივიღეთ სენსაციური და სრულად არასამართლიანი სტატია ჩემს შესახებ. მთელი ეს ისტორია – გამოგონილია. ის ვნებს ჩემს ოჯახს და მე არ ვაპირებეს ამას შევურიგდე“, – დაწერა რუნიმ თავის „ტვიტერზე“.