„დი სი იუნაიტედის“ ფორვარდმა უეინ რუნიმ აღიარა, რომ უკმაყოფილოა MLS-ში ხელფასების ოდენობით.
„მიმაჩნია, რომ ამერიკელ ფეხბურთელებს ცოტას უხდიან, – მოჰყავს რუნის სიტყვები Sport.es-ს. – ისინი უფრო დიდ შემოსავალს იმსახურებენ. მათ აქვთ უფლება – ერთ დონეზე იყვნენ ამერიკაში სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებთან. ამას პირადი გამორჩენის მიზნით არ ვლაპარაკობ: თქვენ ყველამ ვიცით, რომ მომდევნო სეზონიდან მე MLS-ში არ ვიქნები. მე მხოლოდ ის მინდა, რომ ადგილობრივი ფეხბურთელების მიმართ სამართლიანობამ იზეიმოს. მათი მუშაობა არა ნაკლებ რთულია, ვიდრე ადამიანებისა სპორტის სხვა სახეობებიდან, მაგრამ ჯამაგირი გაცილებით მცირე აქვთ“.
2020 წლის იანვრიდან რუნი ინგლისის „დერბიში“ ითამაშებს.