უეფას ლონდონისგან ევრო 2020-ის მატჩების ჩატარების გარანტია არ გააჩნია
უეფას ლონდონისგან ევრო 2020-ის მატჩების ჩატარების გარანტია არ გააჩნია

რამდენიმე დღის წინ, უეფამ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 27 მაისიდან 17 ივნისამდე გადაიტანა. ცნობილი გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი – ევროპის მთავარმა საფეხბურთო ორგანიზაციამ ლონდონის მხრიდან ევრო 2020-ის მატჩების ჩატარების გარანტია ვერ მიიღო.

იტყობინებიან, რომ ამგვარი გარანტია უეფას არც ამსტერდამისგან აქვს.

ლონდონის „უემბლის“ სტადიონმა ევროპის მომავალი ჩემპიონატის შვიდი მატჩი უნდა მიიღოს, მათ შორის, ორივე ნახევარფინალი და ფინალი.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლისთვის არის გადატანილი.