უეფას იუნიორთა ლიგა კორონავირუსის მიზეზით გაუქმდა

13:57, 18.02.2021

2020-21 წლების სეზონში უეფას იუნიორთა ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო არ გაიმართება.

უეფამ ამ გადაწყვეტილების შესახებ კლუბებს 17 თებერვალს აცნობა. აღმასრულებელი კომიტეტის წერილში წერია, რომ ევროპაში არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, ტურნირის მონაწილეებს პრობლემები ექმნებათ ლოჯისტიკის საკითხში. ამის გამო, წელს იუნიორთა ლიგა აღარ გაიმართება.

ტურნირი მარტის დასაწყისში, 1/32 ფინალის მატჩებით უნდა განახლებულიყო.

მსგავსი