ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულ ფინალში ლუკა ჯავახიშვილმა გაიმარჯვა #1TVSPORT

20:18, 31.10.2026

ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა. 90კგ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ დავლაძე ლუკა ჯავახიშვილს დაუპირისპირდა. ქართულ ორთაბრძოლაში ჯავახიშვილმა გაიმარჯვა და კონტინენტის პირველობაზე ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ტურნირზე რამდენიმე წუთში გიორგი ბადუაშვილი (+100 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე დღემდე სამი მედალი გახლდათ – მესამე ადგილზე ლუკა გადელია (60 კგ), მათე ბერუაშვილი (73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) გავიდნენ.

მსგავსი