ძიუდო | ირაკლი დემეტრაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია, საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი დემეტრაშვილი (+100) ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკოური დაამარცხა.
საბა ინანეიშვილი ბრინაჯოს მედალს დაეუფლა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საბამ ფინელ მარტინ პაუმალაინენს სძლია.
მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა აბუ დაბის გრანდ სლემი სამი მედლით დაასრულა. გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი დიმიტრი გოჩილაიძემ (81კგ) მოიპოვა.
