ძიუდო | აბუ დაბის გრანდ სლემზე დემეტრაშვილი ფინალშია, ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
აბუ დაბიში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მესამე, დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების წევრები ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი მედლებისთვის იბრძოლებენ.
დემეტრაშვილმა წინასწარი შეხევდრები დაუმარცხებლად გაიარა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგგი კოკაური იქნება.
კოკაურმა ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების წევრი საბა ინანეიშვილი დაამარცხა, რომელიც ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს და გადამწყვეტ შეხვედრაში ფინელ მარტინ პაუმალაინენს შეხვდება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები 18:00 საათიდან დაიწყება.