თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ბერძენი გიორგიოს კუგიუმციდისი დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს შეჯიბრებაზე პირველი მედალი მოუტანა.
ხვალ, პირველ ნოემბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის მირიან მაისურაძე (92 კგ) იჭიდავებს.