თავისუფალი ჭიდაობა | მირიან მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მირიან მაისურაძე (92 კგ) ნახევარფინალში ამანულა გაჯიმაგომედოვთან 2:3 დამარცხდა და ხვალ, პირველ ნოემბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
დღეს საღამოს კი ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) შეეცდება – მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე ბერძენი გიორგიოს კუგიუმციდისი იქნება.