ხელბურთი | ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
5 და 8 ნოემბერს საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევბი ტურნირის მატჩებს გამართავს – 5 ნოემბერს ქართველი ხელბურთელები ნორვეგიას ესტუმრებიან, 8-ში კი თბილისში ავსტრიის ნაკრებს მიიღებენ.
ამ შეხვედრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ გარაბიამ შემადგენლობა დაასახელა — ესპანელმა სპეციალისტმა გუნდში 11 ლეგიონერს უხმო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: დავით ნიქაბაძე („ვიქტორ სტავროპოლი“), გიგი რუხაძე („აიდოვშინა“), ზურაბ ცინცაძე („ლეგიონოვო“);
მოედნის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი („ტრამბლე“), ზურაბ გოგავა („ლემგო“), ირაკლი გოგოლაძე („ბსბ ბათუმი“), დავით გრიშკაშვილი („ნიმი“), ნიკოლოზ კალანდაძე („პროვანსი“), გიორგი ლაპიაშვილი, გიორგი არეშიძე, გიორგი კაპანაძე (სამივე – „სპორტუნი-პეგასი“), თეიმურაზ ორჯონიკიძე, ირაკლი კბილაშვილი (ორივე – „პოტაისა ტურდა“), გიორგი ხელისუფალი („სამტრედია“), ნიკოლოზ მამულაშვილი („კონტასარა სარაგოსა“), ხაზეინ რუსტამოვი („კონსტანტა“), გიორგი ცხოვრებაძე („ზაგრები“), გუგა უთმელიძე („ბსბ ბათუმი“).
ცნობისათვის, ევრო 2028-ის საგზურისთვის ბრძოლაში კონტინენტის 32 ნაკრები ჩაერთვება, ფინალურ ეტაპზე კი 24 საუკეთესო ითამაშებს. ოთხი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია — ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ტურნირის თანამასპინძლები — ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
5 ნოემბერი, 21:00 | ნორვეგია – საქართველო;
8 ნოემბერი, 18:00 | საქართველო – ავსტრია;
11 მარტი, 2027 | თურქეთი – საქართველო (დაწყების დრო უცნობია);
14 მარტი, 2027 | საქართველო – თურქეთი (დაწყების დრო უცნობია);
6 მაისი, 2027 | საქართველო – ნორვეგია (დაწყების დრო უცნობია);
9 მაისი, 2027, 20:00 | ავსტრია – საქართველო.