ლეგენდარული კაპიტნების ვარსკვლავები 

21:35, 31.10.2026

„დინამო არენაზე“, ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტნების ვარსკვლავები გაიხსნა – მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძისა და ალექსანდრე ჩივაძის. ისინი თბილისის „დინამოს“ გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში კაპიტნობდნენ და გუნდის ყველაზე დიდი წარმატებების მონაწილეები და შემოქმედები იყვნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები, გულშემატკივრები, მსახიობები და მედიის წარმომადგენლები. ვარსკვლავების გახსნის იდეა ეკუთვნით უეფა-ს მედია-ოფიცერს, მამუკა კვარაცხელიას, კულტურის პალატის პრეზიდენტს, დათო ოქიტაშვილს და მის მოადგილე, ალექსი საკანდელიძეს. ხოლო მხარდამჭერები იყვნენ სპორტის სამინისტრო და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია.

მსგავსი