უეფა-ს განვითარების თასს რუსთავი უმასპინძლებს #1TVSPORT
უეფა-ს განვითარების თასს რუსთავი უმასპინძლებს #1TVSPORT

რუსთავში უეფა-ს განვითარების თასი გაიმართება, რომელშიც გიორგი ხიზანიშვილის 16-წლამდელთა ნაკრები ითამაშებს. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

საქართველოს ასაკობრივი გუნდი უკვე მზადებას შეუდგა განვითარების თასის მატჩებისთვის, რომელიც სფფ-ის რუსთავის აკადემიის მოედანზე 11-დან 16 მაისის ჩათვლით გაიმართება. ჩვენი გუნდი ზამბიასა და აზერბაიჯანის 16-წლამდელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ეს ასაკობრივი ჯგუფი, ივნისიდან 17-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 25, 28 და 31 ოქტომბერს ინგლისის, ისრაელისა და ლიეტუვის წინააღმდეგ ჩაატარებს. საკვალიფიკაციო რაუნდს საქართველო უმასპინძლებს.

U16 შემადგენლობა:

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), მათე საური (დინამო თბილისი).

მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ბენდიანიშვილი (ყველა – დინამო თბილისი), ვასილ ბალალაშვილი, გიორგი გოგატიშვილი, ნიკოლოზ კალანდაძე (ყველა – სფფ-ის აკადემია), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო)

ნახევარმცველები: დათა ინაიშვილი, ავთანდილ მაშავა, ნიკოლოზ ტკალია, საბა სამუშია (სფფ-ის აკადემია), ლექსო ფეიქრიშვილი, ვახტანგ სალია, თემურ ოდიკაძე (ყველა – დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე, დანიელ ქვარცხავა (ორივე – საბურთალო), გიორგი მეძველია (სალხინო მარტვილი).

თავდამსხმელები: იუსუფ მეხტიევი (სფფ-ის აკადემია), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი).

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მატჩების განრიგი

11 მაისი

საქართველო V ზამბია. 17:00 –

16 მაისი

საქართველო V აზერბაიჯანი. 17:00