ორი ამხანაგური ერთ დღეს - 16-წლამდელებმა მონტენეგრო დაამარცხეს, 18-წლამდელებმა წააგეს #1TVSPORT
ორი ამხანაგური ერთ დღეს - 16-წლამდელებმა მონტენეგრო დაამარცხეს, 18-წლამდელებმა წააგეს #1TVSPORT

საქართველოს 16 და 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებებმა დღეს საერთაშორისო ამხანაგური მატჩები გამართეს და მოედანი განსხვავებული განწყობით დატოვეს.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა თბილისში, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე მონტენეგროს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ანდრია ხოროიშვილის გადაცემით მეტოქის კარი გიორგი მჟავანაძემ აიღო. გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო მატჩს ისევ მონტენეგროს წინააღმდეგ 20 ოქტომბერს ჩაატარებს.

18-წლამდეელებმა აზერბაიჯანს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით – 2:1 დამარცხდნენ. ვასილ მაისურაძის გუნდიდან, ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

U16 | საქართველო – მონტენეგრო | 20 ოქტომბერი | 17:00

U18 | საქართველო – აზერბაიჯანი | 21 ოქტომბერი | 15:00