ათი მედალი ევროპის თასზე - ქართველი პარა ტაეკვონდოისტების წარმატება #1TVSPORT
ათი მედალი ევროპის თასზე - ქართველი პარა ტაეკვონდოისტების წარმატება #1TVSPORT

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა თურქეთში სტამბოლის ღია ჩემპიონატის და პრეზიდენტის ევროპის თასის გათამაშებაზე ათი მედალი მოიპოვა.

ორ ტურნირზე შვიდი ქართველი პარასპორტსმენი ასპარეზობდა. მათ ანგარიშზე ექვსი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.

გოგა ხახალშვილი და გელა ზარქუა სტამბოლის ღია ჩემპიონატის და პრეზიდენტის ევროპის თასის ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.

სანდრო მეგრელიშვილმა და გიორგი ხიზანიშვილმა პრეზიდენტის ევროპის თასის ოქროს მედლები მოიპოვეს.

გიორგი ხიზანიშვილი სტამბოლის ღია ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა, გიორგი ნიკოლაძემ კი პრეზიდენტის ევროპის თასის ვერცხლი აიღო.

ლია ჩაჩიბაია ორივე ტურნირის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

თურქეთში გამართული პრეზიდენტის ევროპის თასის და სტამბოლის ღია ჩემპიონატის ტურნირების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველოს ნაკრების წევრები ფინალურ ბრძოლებში თურქეთის, უზბეკეთის, უნგრეთისა და ირანის უძლიერეს გუნდებს შეხვდნენ.