16-წლამდელთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
16-წლამდელთა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

სან მარინოში დასრულებულ უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.


სლოვენია U16 – საქართველო U16 3:1


გოლები: 1:0 ჰოჩევარი (14), 1:1 გონსალვეს-ჩუბინიძე (29. დავით გოგილაშვილის პასით), 2:1 სუჰოვშრნიკი (42), 3:1 რასპეტი (75)

 

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და სან მარინოს ნაკრებები დაამარცხა და მესამე ტურში სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელმაც ასევე 6 ქულა მოიპოვა. უშუალო კონკურენტთა მატჩი ფინალის ტოლფასი გამოდა, რომელიც სლოვენიელებმა უკეთ ჩაატარეს და 3:1 მოიგეს.

პირველ ტაიმში ანგარიში სლოვენიელმა სვიტ ჰოჩევარმა გახსნა. მართალია, გიორგი გონსალვეს-ჩუბინიძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მეტოქემ ტაიმი დეიან სუჰოვშრნიკის გოლით მაინც მოიგო. მეორე ნახევარში საბოლოო ანგარიში იაკობ რასპეტიმ დააფიქსირა – 3:1.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტურნირზე ექვსი ქულით მეორე ადგილი დაიკავა. აღნიშნული ასაკობრივი ნაკრები კვიპროსში გასამართ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.