უაილდერი და ფიური მატჩ-რევანშისთვის მინიმუმ 30 მილიონ დოლარს მიიღებენ
ცნობილი გახდა ჰონორარების ოდენობა, რომელსაც ამერიკელი დეონტეი უაილდერი და ბრიტანელი ტაისონ ფიური მატჩ-რევანშისთვის მიიღებენ. ამ მოკრივეების მეორე ბრძოლა 22 თებერვალს, ლას ვეგასში გაიმართება.
თითოეული მოკრივის ოფიციალური ჰონორარი 5 მილიონ დოლარს გაუტოლდება, მაგრამ ცნობილია, რომ საერთო თანხა როგორც ერთი, ასევე მეორე მოკრივისთვის მინიმუმ 30 მილიონი დოლარი იქნება. და ამ თანხაში გათვალისწინებული არ არის ფასიანი ტრანსლიაციების რეალიზაციიდან მოღებული შემოსავალი, – წერს ESPN.
უაილდერის ანგარიშზე კარიერაში 42 მოგებაა, ფიურის 29 ბრძოლა აქვს მოგებული.