U21 | საქართველოს ნაკრების მეტოქე - ნიდერლანდები იაპონიას დაუზავდა, გუნდის საბოლოო განაცხადი ცნობილია #1TVSPORT
ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერვინ ვან დე ლოიმ ევრო 2023-ის საბოლოო 23-კაციანი განაცხადი წარადგინა.
ნიდერლანდების ნაკრებმა ბოლო მომენტში ეროვნული გუნდიდან „ანდერლეხტის“ მეკარე ბარტ ვერბრუგენი და ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი ბრაიან ბრობი დაიმატა. საინტერესოა, რომ ლევერკუზენის „ბაიერის“ მარჯვენა მცველმა, ჯერემი ფრიმპონგმა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა.
გუნდმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატამდე ავსტრიაში ხანმოკლე შეკრება მოაწყო და იაპონიის ოლიმპიურ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა, როემლიც 0:0 დასრულდა.
ევრო 2023-ზე ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების განაცხადი ასეთია:
მეკარეები: იასპერ შენდელაარი („ზვოლე“), ბარტ ვერბრუგენი („ანდერლეხტი“), ჩელ შერპენი („ვიტესი“).
მცველები: დევაინ რენში („აიაქსი“), იან-პოლ ვან ჰეკე („ბრაიტონი“), იან მაატსენი („ბარნლი“), სეპ ვან დენ ბერგი („შალკე 04“), მილან ვან ევეიკი („ჰერენვენი“), კვილინდში ჰარტმანი („ფეიენორდი“), მიკი ვან დე ვენი („ვოლფსბურგი“)
ნახევარმცველები: კენეტ ტეილორი („აიაქსი“), სვენ მეინანსი („არიზონა“), ვაუტერ ბურგერი („ბაზელი“), რაიან გრავენბერხი („ბაიერნი“), კვინტენ ტიმბერი („ფეიენოორდი“), ლუდოვიტ რეისი („ჰამბურგი“), იურგენ ეკელენკამპი („როიალ ანტვერპენი“)
თავდამსხმელები: ბრაიან ბრობი („აიაქსი“), ჯოშუა ზირკზე („ბოლონია“), კრისენსიო სამერვილი („ლიდსი“), ტიის დალინგა („ტულუზა“), ელიას ტავსანი („ნაიმეგენი“), მილიონ მანჰოფი („ვიტესი“).
ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში საქართველოს მეტოქეა და სამივე მატჩს თბილისში ჩაატარებს: ბელგიასთან (21 ივნისი, „მიხეილ მესხი“, 20:00), პორტუგალიასთან (24 ივნისი, „მიხეილ მესხი“, 20:00) და მასპინძელ საქართველოსთან (27 ივნისი, „დინამო არენა“, (20:00).