საზონოვი ევრო 2023-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - რჩეულები ხელოვნურმა ინტელექტმა დაასახელა #1TVSPORT
საზონოვი ევრო 2023-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა - რჩეულები ხელოვნურმა ინტელექტმა დაასახელა #1TVSPORT

საბა საზონოვი ორმა ინტერნეტპორტალმა – Olocip_Lab-მა და Sofascore-მა ახლახან დასრულებული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

21 წლის მცველი ერთადერთია საქართველოს 21-წლამდელთ ნაკრებიდან, რომელიც ევრო 2023-ის რჩეულ თერთმეტეულში მოხვდა. ესპანურმა გამოცემამ (Olocip) სიმბოლურ გუნდში საზონოვი მარჯვენა ცენტრალურ მცველად დაასახელა.

ევრო 2023-ის სიმბოლური ნაკრები – Olocip-ის ვერსია

ტრაფორდი (ინგლისი) – საზონოვი (საქართველო), პაჩეკო (ესპანეთი), მირანდა (ესპანეთი) – ჯონსი (ინგლისი), ბონდარენკო (უკრაინა), სერხიო გომესი (ესპანეთი) – ბარკოლა (საფრანგეთი), სუდაკოვი (უკრაინა), ჩერკი (საფრანგეთი) – გორდონი (ინგლისი)

საინტერესოა, რომ ინტერნეტპორატლი Olocip-ი საფეხბურთო ანალიტიკისთვის ხელოვნური ინტელექტს იყენებს და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებიც ამ მონაცემებით შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საზონოვი სიმბოლურ გუნდში ანალიტიკურმა ვებგვერდმა, Sofascore-მაც დაასახელა და მცველებში საუკეთესო შეფასება – 7,55 ქულა დაუწერა.