U 21 | ბელგიის ნაკრების განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის - გუნდი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებით გაძლიერდა #1TVSPORT
ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოსა და რუმინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. ჟაკ მატისენმა ეროვნული ნაკრებიდან თითქმის ყველა სასურველი მოთამაშე დაიმატა. ბელგიის 21-წლამდელთა შემადგენლობაში მოხვდნენ ლოის ოპენდა („ლანსი“), ამეენ ალ-დახილი („ბარნლი“), ოლივიე დემანი („სერკლ ბრიუგე“) და ასტერ ვრანცსი („მილანი“).
ეს ოთხეული ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ბელგიის ნაკრებს ავსტრიასთან (17 ივნისს) და ესტონეთთან (20 ივნისს) დაეხმარება, შემდეგ კი თბილისში ახალგაზრდულ ნაკრებში სათამაშოდ გამოემგზავრება.
გუნდს ტრავმის გამო რომეო ლავია დააკლდა და მის ნაცვლად „აუგსბურგის“ ფეხბურთელი არნე ენგელსი გამოიძახეს. ბელგიელებმა საბოლოო განაცხადი უეფა-ში უკვე გადააგზავნეს.
მეკარეები – მაარტენ ვანდევოორდტი, სენე ლამენსი, მაქსიმ დელანგი
მცველები – ზენო დებასტი, ევუდ პლეტინქსი, კონი დე ვინტერი, იგნას ვან დერ ბრემპტი, ამინ ალ დახილი, მაქსიმ დე კუიპერი, უგო სიკე, ლუი პატრისი
ნახევარმცველები – ასტერ ვრანქსი, ოლივიე დემანი, ნიკოლას რასკინი, ელიოტ მატასო, მანდელა კეიტა, არნე ენგელსი
თავდამსხმელები – შარლ დე კეტელერი, იორბე ვერტესენი, ენტონი დესკოტი, მიშელ-ანგე ბალიკვიშა, ლარგი რამაზანი, ლოის ოპენდა
ბელგიის ახალგაზრდული ნაკრები 15 ივნისს ისრაელს დაუპირისპირდება, შემდეგ საქართელოში ჩამოვა და ევრო 2023-ზე პირველ მატჩს ნიდერლანდებთან 21 ივნისს, 20:00 საათზე გამართავს.