ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - ევრო 2023-ზე ჩვენს გამოსვლას დადებითად შევაფასებ, თუმცა გამოცდილება დაგვაკლდა #1TVSPORT
ტაიმაუტი | რამაზ სვანაძე - ევრო 2023-ზე ჩვენს გამოსვლას დადებითად შევაფასებ, თუმცა გამოცდილება დაგვაკლდა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ განვლილ ევრო 2023-ზე 21-წლამდელების გამოსვლაზე ასაუბრა.

„მიმაჩნია, რომ ევრო 2023-ზე ჩვენი გამოსვლა იყო ძალიან კარგი, განსაკუთრებით, ჯგუფური ეტაპი. თუმცა, იყო გულდასაწყვეტი მომენტები, ისრაელს ვგულისხმობ. მათთან ის გამოცდილება დაგვაკლდა, რაც მეტოქეს უფრო ჰქონდა. ასევე დაგვაკლდა საკუთარ თავზე ინიციატივის აღების უნარი, რაც ასეთი დონის თამაშებშია საჭიროა.

მთლიანობაში, უფრო მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს თამასა ჯგუფურ ეტაპზე ისევ ამ გუნდმა და ბიჭებმა ასწიეს. ოლიმპიადაზე მოხვედრა თითოეული ჩვენგანის ოცნება იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

ბენდიერებაა, რომ გულშემატკივრებისგან დიდი მუხტი მოდიოდა. მათი და გუნდის გაერთიანება მოხდა. ეს იყო ამ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ რამაზ სვანაძემ.