U21 | ინგლისის ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
U21 | ინგლისის ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ბათუმმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს უმასპინძლა, რომელშიც ინგლისის ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა, 3:0 დაამარცხა და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა.

ინგლისის ნაკრებმა ისრაელი ჯგუფურ ეტაპზე 2:0 დაამარცხა და ამჯერადაც უპირატესობას ფლობდა. ლი ქარსლის გუნდს ანგარიშის გახსნა მე-17 წუთზე შეეძლო, მაგრამ მორგან გიბს-უაითმა პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. თუმცა, „ნოტინგემ ფორესტის“ ნახევარმცველმა 42-ე წუთზე საკუთარი შეცდომა გამოასწორა და ზუსტი თავური დარტყმით ინგლისი დააწინაურა.

მეორე ნახევარში ინგლისი დიდ უპირატესობას ფლობდა და მეორე ბურთის გატანა მოახერხა. საბოლოო ანგარიში კი „ასტონ ვილას“ თავდამსხმელმა ქემერონ არჩერმა დააფიქსირა.

მეორე ნახევარფინალურ მატჩში, ბუქარესტში, ესპანეთისა და უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებები ითამაშებენ. საქართველოს პირველი არხი მატჩის ტელერეპორტაჟს 22:50 საათზე შემოგთავზებთ.