სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ დეზინფორმაციის ნაკადის შესამცირებლად ორი თვის განმავლობაში 70 მილიონი ანგარიში დახურა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი იუწყება.
70 მილიონზე მეტი ანგარიში კომპანიამ მაისსა და ივნისში დახურა და ეს ტენდენცია გრძელდება ივლისშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად დაახლოებით ერთი მილიონი ანგარიში ხურება. როგორც „ტვიტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნდობისა და უსაფრთხოების საკითხებში დელ ჰარვიმ განაცხადა, კომპანიის მიერ გატარებული ზომები მნიშვნელოვნად არ ასახულა აქტიური მომხმარებლების რაოდენობაზე.