თურქეთში რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების მეორე ეტაპი დასრულდა
თურქეთში რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ეს-400“-ის განთავსების მეორე ეტაპი დასრულდა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილები ანკარის ავიაბაზა მიურტედში ჩაიტანეს. პარალელურად, გრძელდება სისტემის განთავსებისა და პერსონალის გადამზადების საჭირო პროცედურები.
რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება 2020 წლის აპრილისთვის იგეგმება.
რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა თურქეთში „ეს-400“-ის პირველი ბატარეა მიმდინარე წლის ივლისში ჩაიტანეს.
რუსული შეიარაღების შესყიდვის გამო, თურქეთის მიმართ უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა აშშ-მა და ნატო-მ.