რუსული მედიის ცნობით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისთვის რუსეთმა თურქეთს 120-ზე მეტი მართვადი რაკეტა გადასცა
რუსული მედიის ცნობით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისთვის რუსეთმა თურქეთს 120-ზე მეტი მართვადი რაკეტა გადასცა

საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს 400“-ისთვის რუსეთმა თურქეთს 120-ზე მეტი მართვადი რაკეტა გადასცა. ინფორმაციას რუსული მედია სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, თურქეთმა რუსეთისგან „ეს-400“-ის ორი დივიზიონი, 120-ზე მეტი რაკეტა, ასევე დამხმარე მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები.

წყაროს თანახმად, ტექნოლოგიის თურქული მხარისთვის გადაცემა, თუნდაც ნაწილობრივად, ხელშეკრულების პირობებით არ იყო გათვალისწინებული.

თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემების შეძენამ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები გაამწვავა.