თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ევროპული სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ანკარიდან 147 კილომეტრში დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი დედამიწის სიღრმეში, 2 კილომეტრზე მდებარეობდა. ამ ეტაპზე, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.

ბიძგები ყველაზე მეტად ქალაქ ბოლუში იგრძნობდა. მომხდარის გამო, მოქალაქეებმა საცხოვრებელი სახლები და შენობები დატოვეს.