თურქეთში კორონავირუსის 29 845 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 29 845 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 29 845 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 6 592 უსიმპტომო. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 177 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების სულ 481 198 სიმპტომიანი შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 13 191-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3 845-ით გაიზარდა და ჯამში 392 616 შეადგინა.
4 815 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.