ვლადიმერ პუტინი – უკრაინის ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ყველა, ვინც დღეს მათ უჭერს მხარს, ამას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს, რათა საკუთარ ნებას დაუმორჩილოს

19:27, 20.11.2026

უკრაინაში ძალაუფლება არა პატრიოტებმა, არამედ ნაციონალისტებმა ჩაიგდეს ხელში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ყველა, ვინც დღეს მათ უჭერს მხარს, ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს.

„უკრაინაში ძალაუფლება არა უკრაინელმა პატრიოტებმა, არამედ ნაციონალისტებმა ჩაიგდეს ხელში. პატრიოტიზმი ნაციონალიზმისგან იმით განსხვავდება, რომ პატრიოტებს უყვართ თავიანთი ქვეყანა, ხოლო ნაციონალისტებს სძულთ სხვა ხალხები. ეს არის განსხვავება. თუმცა, სხვა ხალხების ეს სიძულვილი შორს ვერ წაგიყვანთ“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი