თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა

02:04, 25.05.2020

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა. ამრიგად, ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა თურქეთში 4340-ს შეადგენს.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა აცხადებს, ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1141 შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ვირუსი დაუდასტურდა 156 827 ადამიანს, მათგან 118 694 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი