თურქეთის თასის ნახევარფინალში „ბეშიქთაშის“ მთავარ მწვრთნელს თავი გაუტეხეს [ვიდეო]
თურქეთის თასის ნახევარფინალში „ბეშიქთაშის“ მთავარ მწვრთნელს თავი გაუტეხეს [ვიდეო]

თურქეთის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი “ფენერბაჰჩესა” და “ბეშიქთაშს” შორის მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობების გამო მეორე ტაიმში შეწყდა.
შეხვედრის მთავარ არბიტრს მეთ ქალქავანს 0:0-ზე მოუწია თამაშის შეწყვეტა იმის გამო, რომ “ფენერბაჰჩეს” გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან ნასროლი სკამით თავი გაუტეხეს “ბეშიქთაშის” მთავარ მწვრთნელს შენოლ გიუნეშს.
შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
პირველი მატჩი “ბეშიქთაშის” მოედანზე 2:2 დასრულდა.