თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა
თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 72-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ალ ჯაზირა“ თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, ქასთამონუს პროვინციაში 60 ადამიანი დაიღუპა. სინოფის პროვინციაში სტიქიას თერთმეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ბართინში კი ერთი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.