თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ქასთამონუს, სინოფისა და ბართინის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე 62 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

სტიქიის შედეგად დაშავდა 284 ადამიანი, ხოლო 76 დაკარგულად ითვლება. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზემოხსენებული სამი პროვინცია სტიქიის ზონებად გამოაცხადა.