ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, დღეს რეგულარული სეზონის რვა შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური დაპირისპირება „ორეკლ არენაზე“ შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა ოკლაჰომა „სითი თანდერსს“ უმასპინძლა.
წელს, ორივე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში შედგა, რომელიც „უორიორზმა“ 7 ქულის სხვაობით მოიგო.
მეორე ტაიმიდან მოყოლებული, სტივ კერის გუნდის შეჩერება მეტოქემ ვეღარ შესძლო. გოლდენ სტეიტმა 112-80 გაანადგურა „სითი თანდერი“. გამარჯვებულთა ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია, ამჯერად სათადარიგო სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში, რაც მიმდინარე სეზონში, უიშვიათესი შემთხვევაა.
საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანი, მიმდივად სასტარტოში იწყებდა, თუმცა მცირე ტრავმა რამდენიმე დღის წინ მოირჩინა და სავარაუდოდ, ამის გამო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზაზა ფაჩულიას ნაცვლად, ჯავეელ მაკგის დააწყებინა.
ამის მიუხედავად, ფაჩულიამ 18 წუთზე მეტი ითამაშა და 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი გააკეთა. მასპინძლებს კევინ დიურანტმა ულიდერა 28 ქულით. სტეფ კარის ანგარიშზე 21 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნაა. ოკლაჰომელთა რიგებში, სამმაგი დუბლის ზღვარზე იყო რასელ უესტბრუკი, რომელმაც 15 ქულა, 12 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. „გოლდენ სტეიტი“ ამ მოგების მიუხედავად, კვლავ მეორე ადგილზეა. დასავლეთ კონფერენციის ლიდერი, ჰიუსტონ „როკეტსია“.