“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა იაია ტურემ ხოსეპ გვარდიოლა რასიზმში დაადანაშაულა. 35 წლის კოტდივუარელმა ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ორი სეზონი გაატარა.
„შესაძლოა, ის აფრიკელ ფეხბურთელებს ისე ვერ აღიქვამს, როგორც სხვა მოთამაშეებს. როცა ვხედავ პრობლემებს, რომლებიც გვარდიოლას აფრიკელ ფეხბურთელებთან ექმნება, საკუთარ თავს ვუსვამ შეკითხვებს. მართლა გჯერათ, რომ ის ასევე მოექცეოდა ანდრეს ინიესტას? და დავიწყე ფიქრი – ხომ არ მეპყრობა ასე ჩემი კანის ფერის გამო. გვარდიოლა თვალთმაქცობს, რომ თითქოს არ აქვს პრობლემები აფრიკელ ფეხბურთელებთან. მაგრამ ის მეტად ჭკვიანია იმისთვის, რომ ამგვარ რამეზე გამოიჭირონ. ის არასოდეს აღიარებს თავის რასიზმს“, – აცხადებს ტურე France Football-თან კომენტარში.
გასულ სეზონში ტურემ 17 მატჩი ჩაატარა “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში.